„საპარტნიორო ფონდის“ განცხადება

“საპარტნიორო ფონდსა”და ქართულ-ებრაულ კომპანია „ელბიტის“ ერთობლივ პროექტთან, ყოფილ მთავარ პროკურორს შეხება არასდროს ჰქონია, – ამის შესახებ სპეციალური განცხადება “საპარტნიორიო ფონდმა” გაავრცელა.

წერილში ნათქვამია, რომ ოთარ ფარცხალაძეს არასდროს მიუღია ანაზღაურება თუ გასამრჯელო ერთობლივი საწარმოსგან. იგი არც თანამშრომელია, არც კონსულტანტი და მასთან არანაირი სამართლებრივი ურთიერთობა არ ჰქონიათ. შეგახსენებთ, რომ ფარცხალაძის ადვოკატმა გუშინ გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის, შემოსავლის მთავარი წყარო ქართულ-ებრაული კომპანია “ელბიტ”-ის ბიზნესპროექტია, რომელსაც კომპანია საპარტნიორო ფონდთან ერთად ახორციელებს.