საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეა ტაშკენტში

ტაშკენტში საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა გაიხსნა – ასამბლეაში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონაწილეობს, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ხელმძღვანელობს. დელეგაციაში ასევე არიან პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძე. ასამბლეის სესიაზე დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვით გამოსვლა. შალვა პაპუაშვილი სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტების თავმჯდომარეებთან ორმხრივ შეხვედრებსაც გამართავს.

ვიზიტს აშუქებს თეონა მანაგაძე, რომელიც დეტალებით პირდაპირ ეთერში შემოგვიერთდება.