საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეა
პარლამენტის თავმჯდომარის ვიზიტი დაიწყო სტამბოლში. შალვა პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაში მიიღებს მონაწილეობას. ღონისძიება რამდენიმე საათში გაიხსნება. „იმედის გაღვივება, მშვიდობის და სამართლიანობის უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის“. – ასეთია ასამბლეის თემა. დაგეგმილია შალვა პაპუაშვილის სიტყვით გამოსვლა, ასევე პირისპირ შეხვედრები.