უზბეკეთში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. შალვა პაპუაშვილმა საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საპარლამენტო საქმიანობასა და სოციალურ მიმართულებაზე ისაუბრა. მანამდე ქართულმა მხარემ დილიდან ორმხრივი შეხვედრები გამართა ისრაელის, თურქეთის, საფრანგეთის, შვეიცარიისა და ბელგიის პარლამენტის სპიკერებთან და წევრებთან. დისკუსიის მთავარი თემა უსაფრთხოება, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა და საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობები იყო. ბოლო შეხვედრა კი ბელგიის ორივე პალატის თავმჯდომარეებთან შედგა.
რა იყო განხილვის მთავარი საგანი – თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე