საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა

ტაშკენტში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კი თურქ კოლეგას შეხვდა. შეხვედრაზე დისკუსიის საგანი იყო რუსეთ-უკრაინის ომი, რეგიონის უსაფრთხოება და საქართველოსა და თურქეთის სამშვიდობო პოლიტიკა. შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ უახლოეს მომავალში საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის პარლამენტების თავმჯდომარეების სამმხრივი ფორმატი შეიქმნება, რომლის მიზანი ქვეყნებს შორის ურთიერთობების გაძლიერება იქნება.

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ორმხრივ შეხვედრებს დილიდან მართავს. შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით, დელეგაცია უკვე შეხვდა ისრაელის პარლამენტის თავმჯდომარეს. დისკუსიის თემა უსაფრთხოება, სამშვიდობო პოლიტიკა და ქვეყანაში მიმდინარე შიდა პოლიტიკური პროცესები იყო. ხაზი გაესვა, ისრაელისა და საქართველოს პოზიციების თანხვედრას ამერიკის შეერთებული შტატების ახალ ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შესახებ.