საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა

15:01, 06.04.2025

საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე საფრანგეთის სენატის წევრებსა და შვეიცარიელ კოლეგას შეხვდა. შეხვედრები ტაშკენტში გაიმართა, სადაც საპარლამენტთაშორისო კავშირის 150-ე ასამბლეა მიმდინარეობს. ნიკოლოზ სამხარაძემ ფრანგ კოლეგებთან საქართველო-ევროკავშირს შორის არსებულ ურთიერთობაზე ისაუბრა. სამხარაძის ინფორმაციით, შეხვედრაზე ფრანგულმა მხარემ აღნიშნა, რომ მიმდინარე პროცესებმა – მათ შორის ომმა გაფართოების და მოლაპარაკებების პროცესი შედარებით გაართულა არა მხოლოდ საქართველოსთან, არამედ ყველა კანდიდატ ქვეყანასთან. რაც შეეხება შვეიცარიას – სამხარაძე ამბობს, რომ კოლეგას ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებაზე მიაწოდა.

მსგავსი