საპარლამენტთაშორისო ფორუმზე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე მსჯელობენ

12:08, 06.10.2018

შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოებაზე მსჯელობენ პანელზე, რომელიც საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის ფარგლებში მიმდინარეობს. საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის დელეგაციები უკვე რამდენიმე საათია, რეგიონში არსებულ ვითარებას განიხილავენ.

ღონისძიების ფარგლებში დღეს სულ სამი სესიაა დაგეგმილი. განხილვის თემები, უსაფრთხოების საკითხებთან ერთად, ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლა, ანტიდასავლური პროპაგანდა და ასამბლეაზე მონაწილე ქვეყნებს შორის საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერება იქნება.

 

მსგავსი