საპარლამენტთაშორისო ასამბლეა

თბილისში დღეს, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის პლენარული სესია გაიხსნა.

სესიის მონაწილეებს სიტყვით სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა მიმართეს. სპიკერებმა საპარლამენტთაშორისო წესდებასაც მოაწერეს ხელი. რამდენიმე წუთში, გაიმართება სამი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარის ერთობლივი პრესკონფერენციაც. ღონისძიება 6 ოქტომბერს პანელური დისკუსიებით გაგრძელდება, სადაც  საპარლამენტო თანამშრომლობასა და შიდა განვითარებაზე ისაუბრებენ. პანელური დისკუსიის ფორმატში, მსჯელობა გაიმართება ასევე შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების, ანტიდასავლურ პროპაგანდასთან და ყალბ ახალ ამბებთან ბრძოლის შესახებაც.