საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დავით ჭიჭინაძე მთავრობის გადადგომას ითხოვს. როგორც ჟურნალისტებს ჭიჭინაძემ განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე „იუნისეფის” კვლევაზე ისაუბრეს, რაც რატომღაც ყველას სასაცილო ჰგონია, მაგრამ კვლევებიდან გამომდინარე,  საკმაოდ მძიმე სურათია ქვეყანაში შექმნილი.

მისი განცხადებით, ცვლილებებია საჭიროა, რადგან როცა საზოგადოებაში უსამართლობის განცდა არსებობს, ამას განმუხტვა სჭირდება. ჭიჭინაძის განცხადებას დეპუტატები გამოეხმაურნენ.