საპარლამენტო უმრავლესობის წევრების განცხადება

მმართველი გუნდი პოზიციას არ ცვლის და არ აპირებს მხარი დაუჭიროს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას, სადავო ტრანზაქციასთან დაკავშირებით. საპარლამენტო უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ „თიბისი ბანკის“ სადავო ტრანზაქციის საკითხს გამოძიება სწავლობს და ამ ეტაპზე უფლებამოსილების პარლამენტისთვის გადაბარება არასერიოზული ნაბიჯია.

საგამოძიებო კომისიის შექმნას „ევროპული საქართველოს“ დეპუტატები უკვე რამდენიმე დღეა, ითხოვენ. მმართველი გუნდის დეპუტატებმა ეს განცხადებები იმ კონფერენციის დასრულების შემდეგ გააკეთეს, სადაც პარლამენტის როლთან დაკავშირებით მსჯელობენ. ამ შეხვედრას მათი ინფორმაციით, არასამთავრობო ორგანიზაციებიც ესწრებიან და საუბრის მთავარი თემა საპარლამენტო ზედამხედველობის ფუნქციებია.