საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართება

საკონსტიტუციო ცვლილებები განიხილება დღეს, 19 ივნისს, საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზეც. უმრავლესობის ლიდერის განცხადებით, ცვლილებების მიღებას საფრთხე არ ემუქრება, რადგან პროექტს მმართველი გუნდის სრული შემადგენლობა უჭერს მხარს და მას მხარდაჭერა ექნება დამოუკიდებელი დეპუტატების მხრიდანაც. დისკუსიის საგანი იქნება „საარჩევნო კოდექსში“ მომზადებული ცვლილებებიც, რომლის ინიცირება მომავალ კვირაში იგეგმება.

საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა 15 საათზე დაიწყება.