საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.

მსჯელობის ერთ-ერთი მთავარი თემა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის კრიტერიუმები და რეგულაციებია.

სხდომას ესწრება გედევან ფოფხაძეც, რომელმაც გუშინ მმართველი გუნდის დატოვება არ გამორიცხა.

თემის დეტალები „მოამბეში“.