საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

21:03, 17.10.2026

ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა ორი შეხვედრა „ქართული ოცნების“ ოფისში. პარტიის პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის ფორმატში საშინაო და საგარეო პოლიტიკური საკითხები განიხილეს, შეაჯამეს არსებული გამოწვევები და განაახლეს პოლიტსაბჭოს შემადგენლობა. პარტიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში ახალი წევრები, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კირცხალია და აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, ზურაბ პატარაძე ჩაერთვებიან. სხდომებს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი ესწრებოდა, განხილულ თემებზე კი მედიასთან განმარტებები პრემიერ-მინისტრმა გააკეთა.

თამარ წიკლაური შემოგვიერთდება პირდაპირ ეთერში.

მსგავსი