საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

18:03, 17.10.2026

„ქართული ოცნების“ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს და საპარლამენტო უმრავლესობის სხდომები გაიმართა, რომელსაც „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი და საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი დაესწრო. პრემიერ-მინისტრმა, სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან კომენტარი გააკეთა.

მან პოლიტსაბჭოს გაფართოების გადაწყვეტილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საბჭოს ზურაბ პატარაძე და ირაკლი კირცხალია დაემატა. შემდეგ კი პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

თამარ წიკლაური იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ ოფისში და მმართველი გუნდის შეხვედრების შესახებ ახლა პირდაპირ ეთერში მოგვიყვება.

მსგავსი