საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა
ბიუჯეტში დაანონსებული ცვლილებები, მატ შორის პენსიის დაგეგმილზე მეტად ზრდა იყო ერთ-ერთი საკითხი, რაც უმრავლესობის ტრადიციულ ორშაბათის სხდომაზე იმსჯელეს.
მთავარი ფინანსური დოკუმენტის პირველადი ვერსია საპარლამენტო კომიტეტებზე უკვე განიხილეს. რეკომენდაციებით ბიუჯეტი მთავრობას დაუბრუნდება, რის შემდეგაც კორექტირებული ვარიანტი ისევ საკანონმდებლო ორგანოში გადაიგზავნება და საბოლოოდ დეკემბერში დამტკიცდება. სხდომაზე ისაუბრეს მიმდინარე სასესიო კვირის საორგანიზაციო საკითხებზეც.