საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა
ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. ხვალიდან პარლამენტში საშემოდგომო სესია უნდა განახლდეს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა სწორედ ის საკითხები და გეგმები განიხილეს, რომელიც საშემოდგომო სესიის ფარგლებში მიმდინარე სასესიო კვირას უნდა განეხილა. გარდა ამისა, დაანონსდა რამდენიმე ცვლილება, როგორც საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი განმარტავს, ერთ-ერთ ცვლილებაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი მუშაობს. ცვლილების შემთხვევაში, ქონების გადასახადის დროს ფიზიკურ პირთან დაკავშირებით დღეს არსებული ზღვარი გაიზრდება.