ხვალ პარლამენტი შალვა პაპუაშვილის წლიურ ანგარიშს მოისმენს. ცოტა ხნის წინ „ქართულ ოცნებაში“ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა. მმართველი გუნდის წევრებმა სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე იმსჯელეს. დაიგეგმა სასესიო კვირის პლენარული სხდომების გრაფიკი. მიმდინარე კვირას ცოტა ხნის წინ დაინიცირებულ კანონპროექტებსაც განიხილავენ. მათ შორისაა საკანონმდებლო პროექტი, რომელიც ექვს წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების იმპორტთან დაკავშირებულ შეზღუდვებსა და რეგულაციებს ეხება. მიმდინარე კვირას დღის წესრიგშია პირველკლასელთა რეგისტრაციასთან დაკავშირებული ცვლილებების განხილვაც.