„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობის ტრადიციული სხდომა გაიმართა. იმსჯელეს სასესიო კვირის პლენარულ სხდომებზე განსახილველ საკითხებზე და მიმდინარე საკანონმდებლო ცვლილებებზე. პარლამენტს ხვალ წლიური ანგარიშით პრეზიდენტი ეწვევა. ოთხშაბათს კი პლენარულ სესიაზე ინტერპელაციის წესით პრემიერ-მინისტრი იქნება წარმოდგენილი. პრემიერი მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ისაუბრებს. ოთხშაბათსვე ინტერპელაციის წესითაა მოწვეული რეგიონული განვითარების მინისტრიც, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში ფრაქციამ „საქართველოსთვის“ დაიბარა. უმრავლესობის წევრებმა, გრანტებთან, პოლიტიკურ საქმიანობასთან და აქტივობასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზეც იმსჯელეს, რომელსაც პარლამენტი მიმდინარე კვირაში განიხილავს.