„სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამიერიდან, როდესაც კანონი ძალაში შევა და შესაბამისი ნორმა ამოქმედდება, მტკიცების ტვირთი ინფორმაციის გამავრცელებელზე გადავა. ეს ნიშნავს იმას, რომ თუ კი ადამიანი იტყვის, რომ მეორე ადამიანმა გარკვეული ქმედება ჩაიდინა, მას ექნება ვალდებულება, ამტკიცოს, რომ ნამდვილად ასე მოხდა.