საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

მმართველ გუნდში კონსულტაციები დაიწყო.

თავმჯდომარესთან ერთად პარტიის წევრები ოთხი საათის განმავლობაში იხილავდნენ თემას, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობაში მწვავე უთანხმოების მიზეზი გახდა.

შეხვედრას ის დეპუტატებიც ესწრებოდნენ, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ათკაციან სიას ამ დრომდე აპროტესტებენ. როგორც „ქართული ოცნების“ ლიდერები განმარტავენ, გუნდიდან ვინმეს გარიცხვის საკითხი საერთოდ არ დგას და ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე რეზონანსულ თემაზე გასხვავებული პოზიციების შეჯერების და კონსენსუსის მიღწევის რესურსი არსებობს. მათივე კომენტარების მიხედვით, ბიძინა ივანიშვილმა დღეს ყველა მხარის პოზიცია და არგუმენტები მოისმინა.

კონსულტაციები ხვალაც უნდა გაგრძელდეს.