საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში უმრავლესობის სხდომა გაიმართა.

იმსჯელეს მიმდინარე სასესიო კვირაში განსახილველ საკითხებზე. მათ შორის 2020 წლის ბიუჯეტზე, რომელსაც პარლამენტი ამ კვირაში დაამტკიცებს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, მაუწყებლის მენეჯმენტთან შეხვედრის შემდეგ,  შედგა კონსენსუსი საზოგადოებრივი მაუწყებლის შესახებ კანონზეც და უმრავლესობამ მიიღო გადაწყვეტილება, ორი წლის განმავლობაში მაუწყებლის ბიუჯეტი უცვლელი დარჩეს, ახალი შენობის დასრულებისა და სრულად აღჭურვის შემდეგ კი 2026 წლის პირველ იანვარს ამოქმედდება დაფინანსების ახალი წესი.

განსახილველ საკითხებს შორის ასევე იყო პირადობების თემა და სამშენებლო ამნისტია.