საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზება პრეზიდენტს

21:05, 03.05.2018

პრეზიდენტსა და მმართველი გუნდის ლიდერებს შორის პოლიტიკური დებატები არ შედგება.

პრეზიდენტმა საპარლამენტო უმრავლესობის შეთავაზება არ მიიღო და სატელევიზიო დებატებში მონაწილეობაზე უარი თქვა.

საკანონმდებლო ორგანოდან პროტესტის ნიშნად წასვლის შემდეგ, სახელმწიფოს მეთაური მედიასთან დღეს აღარ გამოჩენილა. მის ნაცვლად კომენტარებს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი აკეთებდა, კომუნიკაციის ამ ფორმამ „ქართული ოცნება“ არანაკლებ გააღიზიანა.

დებატებისგან თავის არიდებაში ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია და უმრავლესობა ერთმანეთს ადანაშაულებს.

მსგავსი