საპარლამენტო უმრავლესობის საკანონმდებლო ინიციატივა

მმართველი გუნდის რეზონანსული ინიციატივა. „ქართული ოცნება“ ფსევდოლიბერალური იდეოლოგიისგან დაცვის არგუმენტით ახალ კანონს ამზადებს. საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ განცხადება უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა. მამუკა მდინარეძემ ბოლო პერიოდში არატრადიციული ცხოვრების წესის და ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის გახშირებულ პროპაგანდაზე და ამ იდეოლოგიის გავრცელებით საფრთხეებზე ისაუბრა. დასახელდა კონკრეტული მაგალითებიც, ახსენეს საერთაშორისო კვლევებიც. მმართველი პარტიის ერთ-ერთ ლიდერს დღეს არ დაუკონკრეტებია, რა საკანონმდებლო მექანიზმები იქნება გათვალისწინებული კანონპროექტში. საინტერესოა, რომ „ქართული ოცნების“ ინიციატივა დროში დაემთხვა სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ანგარიშს, რომელმაც საკმაოდ დიდი რეზონანსი გამოიწვია.