„ქართული ოცნება“ უახლოეს პერიოდში არც ერთი ელჩის ქვეყნიდან გაძევებას არ გეგმავს – ეს განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გააკეთა.
ირაკლი კირცხალიას თქმით, ამას მოსახლეობის დიდი ნაწილი ითხოვს, თუმცა ხელისუფლება ცალმხრივი მეგობრობის და მოთმინების პოლიტიკას აგრძელებს. „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე კირცხალიამ აღნიშნა, რომ არ უნდა დაუშვან, რომ ელჩების, თუ ევრობიუროკრატების ქმედებებმა ევროკავშირთან და ევროპის ქვეყნებთან პარტნიორული ურთიერთობები დაძაბოს.