საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება

საპარლამენტო უმრავლესობის ფარგლებში, დღეს ორი ახალი ფრაქცია შეიქმნება.

ბიძინა გეგიძისა და გოჩა ენუქიძის ფრაქციებზე თავდაპირველად საპროცედურო საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს, მოგვიანებით კი, ორივე ფრაქცია ბიუროს სხდომაზე დარეგისტრირდება.

ბიძინა გეგიძის ფრაქციას ქართული ოცნება – ძლიერი საქართველოსთვის ერქმევა, ხოლო გოჩა ენუქიძე ქართული ოცნება – ძლიერ ეკონომიკას უხელმძღვანელებს. აღნიშნულ ფრაქციებში დაახლოებით 18 დეპუტატი გაერთიანდება.

საპარლამენტო უმრავლესობამ ორი ახალი ფრაქციის შექმნის თაობაზე განცხადება დაახლოებით ორი კვირის წინ გააკეთა. ენუქიძისა და გეგიძის ფრაქციების შექმნის შემდეგ, მმართველი გუნდის რიგებში რვა ფრაქცია იქნება გაერთიანებული.

სალომე ქოქიაშვილი დეტალებით.

დატოვე კომენტარი