საპარლამენტო უმრავლესობა „გირგვლიანის შესწორებებზე“ მუშაობს იწყებს

საპარლამენტო უმრავლესობა, საკანონმდებლო პაკეტზე, “გირგვლიანის შესწორებებზე” მუშაობს იწყებს. ცვლილებები, სპეციალურ ბრიფინგზე, მმართველმა გუნდმა ჯერ კიდევ 29 იანვარს დააანონსა.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტში დღეს დარეგისტრირდა. ცვლილებების მიხდვით, გამკაცრდება სასჯელი თანამდებობრივი მდგომარეობის ბოროტად სარგებლობისთვის.

თანამდებობის პირის მიერ გაცემული დანაშაულებრივი ბრძანების ან დავალების შესრულება, დამამძიმებელ გარემოებად ჩაეთვლება შემსრულებელს.