საპარლამენტო საგამოძიებო კომისია

არჩევნების შედეგების შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის პირველი სხდომა მიმდინარე კვირაში გაიმართება. აირჩევენ კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს, განისაზღვრება სამუშაო ტაქტიკაც. მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს ბოიკოტის რეჟიმში მყოფ ოპოზიციას, გამოიყენოს შესაძლებლობა და დარღვევების არსებობის შემთხვევაში, შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინოს.

მმართველი პარტია მზად არის, თუნდაც ერთპროცენტიანი გადაცდომის დადგენისთვის ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.  ბარიერგადალახული ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში მონაწილეობაზე უარს აცხადებს. პარტია „მოქალაქეებს“ კი კომისიაში მუშაობა მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიაჩნიათ, თუ ოპოზიციის უმრავლესობა იქნებოდა წარმოდგენილი. შესაბამისად, დროებითი საგამოძიებო კომისია მხოლოდ ორი პარტიისგან „ქართული ოცნებისა“ და „ევროპელი სოციალისტების“ წევრებისგან დაკომპლექტდა.

დატოვე კომენტარი