საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება

ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებები. პროექტი ასევე ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში, მმართველი გუნდისა და ოპოზიციის ნაწილმა მოამზადა. დოკუმენტი ითვალისწინებს ცალკეული ნორმების ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად დარეგულირებას, მათ შორის, თემატური მოკვლევის, დეპუტატის შეკითხვის, ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო გამოცხადებისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელებას.