საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერება

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების გაძლიერებასთან დაკავშირებით მომზადებულ კანონპროექტზე მეორე მოსმენით იმსჯელებენ. დოკუმენტი, ევროკავშირის 12-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში მმართველმა გუნდმა და ოპოზიციის ნაწილმა მოამზადა.

აღნიშნული ითვალისწინებს ცალკეული ნორმების ცვლილებას, დაზუსტებას ან ახლებურად დარეგულირებას, მათ შორის, თემატური მოკვლევის, დეპუტატის შეკითხვის, ინტერპელაციის, პრემიერ-მინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო გამოცხადებისა და ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის განხორციელებას.