საპარლამენტო კონტროლის ხარისხი

რამდენად ეფექტურ ზედამხედველობას უწევს პარლამენტი მთავრობას – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საპარლამენტო კონტროლის ხარისხის დასადგენად სპეციალური კვლევა ჩაატარა.

არასამთავრობო ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საკონსტიტუციო ცვლილებების, რეგლამენტის რეფორმის და საპარლამენტო ფუნქციების გაზრდის მიუხედავად, მთავრობის კონტროლის მექანიზმების კუთხით მაინც რჩება გამოწვევები. საია დეპუტატებს საკანონმდებლო ორგანოში მინისტრთა კაბინეტის წევრების უფრო ხშირად დაბარებას ურჩევს. კვლევაში მოცემულ შეფასებებს და რეკომენდაციებს კანონმდებელთა არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა.