საპარლამენტო კომიტეტების გასვლითი სხდომა

18:35, 06.10.2026

ყვარელში ეკონომიკური პოლიტიკის, კულტურის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართა, სადაც ტურიზმის სექტორში არსებულ მდგომარეობა, შედეგები და გეგმები მიმოიხილეს. უწყების საქმიანობის ანგარიში დეპუტატებს, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა წარუდგინა, სადაც ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ანგარიშიც მოისმენს. პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, სამი კომიტეტის ერთობლივ კრებაზე ტურიზმთან დაკავშირებით არსებულ ყველა მნიშვნელოვან საკითხებს განიხილავენ.

მსგავსი