საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შვედეთში

საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების აუცილებლობაში საპარლამენტო დელეგაცია ამჯერად შვედეთის ხელისუფლების დარწმუნებას ცდილობს.

ნორვეგიის, დანიის და ფინეთის შემდეგ შეხვედრები სტოკჰოლმში გრძელდება. პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენლებს ხვდებიან და ევროინტეგრაციის გზაზე გადადგმულ ნაბიჯებს თუ გატარებულ რეფორმებს აცნობენ. ქართული მხარის მოლოდინია, რომ ერთ კვირაში დაგეგმილ სამიტზე შვედეთი ასოცირებული ტრიოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მხარს დაუჭერს. პირადი კომუნიკაციის დროს მიღებულ გზავნილებთან ერთად ამ მოლოდინს რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, შეცვლილი გეოპოლიტიკური ვითარება და უსაფრთხოების გაუარესებული ფონი აძლიერებს.

„მოამბე“ სტოკჰოლმიდან, – თეონა მანაგაძე აშუქებს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს.