საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ამერიკის შეერთებულ შტატებში, ვაშინგტონში ვიზიტით მიემგზავრება. დელეგაციის შემადგენლობაში არიან საპარლამენტო უმრავლესობის წევრები – ნიკოლოზ სამხარაძე, მარიამ ლაშხი და ლიკა შარტავა.
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა, რომ დელეგაციას შეხვედრები ექნება როგორც კონგრესში, ასევე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მისი თქმით, დელეგაციის წევრები იმ კონფერენციასაც დაესწრებიან, რომელიც სუვერენული ქვეყნების ალიანსის სახელით გაიმართება.