საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში
საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი შეერთებულ შტატებში დასრულებულია. შეხვედრები თეთრ სახლში, სახელმწიფო დეპარტამენტში, კონგრესსა და სენატში გაიმართა. საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ ვიზიტის ფარგლებში განიხილა როგორ უნდა განახლდეს შტატების წინა ადმინიტრაციის პირობებში ორ ქვეყანას შორის შეწყვეტილი სტრატეგიული პარტნიორობა. ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა შეხვედრები ანალიტიკური ცენტრების ხელმძღვანელებთან და ექსპერტებთან. საპარლამენტო დელეგაციის წევრებმა ცენტრების წარმომადგენლებთან საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე, შიდა პოლიტიკურ ვითარებაზე, ეკონომიკურ განვითარებასა და საქართველოს უსაფრთხოების გამოწვევებზე ისაუბრეს.