საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სერბეთში
ბელგრადში ქართული დელეგაციის ვიზიტი გრძელდება. საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები დღეს სერბეთის აღმასრულებელი ორგანოს წარმომადგენლებს შეხვდებიან, მათ შორის საგარეო საქმეთა მინისტრს. განხილვის თემა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება იქნება. ქართველი დეპუტატები უკვე შეხვდნენ სერბეთის პარლამენტის წარმომადგენლებს, იმსჯელეს საქართველოს ევროინტეგრაციასა და ამ გზაზე ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაზე. თავის მხრივ კი სერბეთმა საქართველოს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა.