საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სერბეთში

21:41, 25.03.2025

სერბეთი-საქართველოს დიპლომატიური ურთიერთობების გაღრმავება და ევროინტეგრაციის პროცესი – მეორე დღეა  ქართული საპარლამენტო დელეგაცია ბელგრადში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

იმის გათვალისწინებთ, რომ ევროპასთან ინტეგრაციის პროცესში ორივე ქვეყანას იდენტური გამოწვევები აქვს, სერბი კოლეგები ქართულ მხარეს კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მოლაპარაკებების გახსნამდე მიღებულ გამოცდილებას უზიარებენ და პროცესში წარმოქმნილ გამოწვევებზე ინფორმაციას აწვდიან. ბელგრადში იმასაც აცხადებენ, რომ ბოლო რამდენიმე თვეა გაწევრიანების პროცესში პროგრესი არ შეინიშნება, რაც ევროგაერთიანების პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს უკავშირდება.

მსგავსი