საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სერბეთში
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრების ვიზიტი სერბეთის დედაქალაქში გრძელდება. საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში, ბელგრადში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს ხვდებიან. განხილვის მთავარი საკითხი საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ გზაზე ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნებაა. სერბეთი საქართველოს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები შეხვედრას სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართავენ.
შალვა სუმბაძის ჩართვა #მოამბე