საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სერბეთში

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით სერბეთში იმყოფება.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე და დელეგაციის წევრები ბელგრადში შეხვედრებს კოლეგა დეპუტატებთან დილიდან მართავენ. მთავარი განსახილველი საკითხი ევროინტეგრაციის გზაზე განსახორციელებელი რეფორმებია. ქართული მხარე სერბულ გამოცდილებას გაიზიარებს და დეტალურ ინფორმაციის მიიღებს იმის შესახებ თუ რა გზა გაიარა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მოლაპარაკებების გახსნამდე. დაგეგმილია შეხვედრა სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც.

„მოამბე“ ბელგრადიდან – საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტს შალვა სუმბაძე აშუქებს.