საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სერბეთში

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრები ვიზიტით სერბეთის დედაქალაქში იმყოფებიან.

საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლები ვიზიტის ფარგლებში, ბელგრადში პარლამენტის კომიტეტის თავმჯდომარეებს შეხვდებიან. განხილვების მთავარ საკითხს საქართველოს ევროინტეგრაცია და ამ გზაზე ქვეყნის სუვერენიტეტის შენარჩუნება იქნება. სერბეთი საქართველოს საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებს, რა საკანონმდებლო ნაბიჯები გადაიდგა ევროპულ გზაზე. ვიზიტის ფარგლებში ქართველი დეპუტატები შეხვედრას სერბეთის საგარეო საქმეთა მინისტრთანაც გამართავენ.

ბელგრადიდან შალვა სუმბაძე დეტალებით.