საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი სერბეთში
ბელგრადში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი დასრულებულია.
ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დელეგაციის წევრებთან ერთად არაერთი ორმხრივი შეხვედრა გამართა. მხარეები დიპლომატიური ურთიერთობების სამომავლო გაღრმავებაზე შეთანხმდნენ, ვიზიტის ფარგლებში გაირკვა, რომ თბილისში წლის ბოლომდე სერბეთის საელჩო გაიხსნება. ასევე გააქტიურდება ძალისხმევა, საერთაშორისო დონეზე ორივე ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მიმართულებით. ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილების გაზიარებასთან ერთად, განხილვის თემა იყო ეკონომიკური კავშირების გაძლიერება.