საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი საფრანგეთში

21:36, 15.03.2024

საქართველოს ევროპული პერსპექტივა და რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები განიხილეს საფრანგეთში.

კიდევ ერთი ქართული დელეგაცია პარიზში იმყოფება. საპარლამენტო ჯგუფი საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში, ეროვნულ ასამბლეაში და სენატში მართავს შეხვედრებს. მთავარი თემა ის რეფორმებია, რომლებიც საქართველომ ევროკომისიის რეკომენდაციების მიხედვით ევროკავშირის წევრობაზე მოლაპარაკებების დასაწყებად უნდა გაატაროს. საკმაოდ ოპტიმისტური გზავნილები გაჟღერდა სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის მხრიდან.

რა შედეგებით სრულდება ევროკავშირის ერთ-ერთ წამყვან ქვეყანაში საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი, – სალომე ქოქიაშვილი პარიზიდან.

მსგავსი