საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში

12:43, 10.10.2019

პარლამენტის თავმჯდომარე მონტენეგროში საქართველოს საპატიო საკონსულოს გახსნას დაესწრო. არჩილ თალაკვაძემ ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკურ-პოლიტიკური ურთიერთობების გაძლიერებასა და საკონსულოს მნიშვნელობას. ღონისძიების სტუმრებს, საპატიო კონსულის მიერ ორგანიზებულ ქართული სამზარეულოსა და მუსიკის საღამოზე უმასპინძლეს.

საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში დღეს დასრულდება.

მსგავსი