საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში გაემგზავრა. შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუა ზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში. დაგეგმილია მისი სიტყვით გამოსვლა და ორმხრივი შეხვედრები. ღონისძიებაში შალვა პაპუაშვილი მონაწილეობას მიიღებს როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი.