საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლუქსემბურგში
ევროკავშირთან ურთიერთობის გაუარესების მიზეზებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ბელგიის შემდეგ ლუქსემბურგს აცნობს.
საპარლამენტო დელეგაციის მთავარი გზავნილია, რომ ევროკავშირის ხელმძღვანელობამ 2024 წელს მიღებულ გადაწყვეტილებას და საქართველოსთან დიალოგის შეჩერებას უნდა გადახედოს და დიალოგი უნდა აღდგეს. ბრიუსელთან გაუარესებული ურთიერთობის ნორმალიზების მიზნით ქართული მხარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელისუფლებებთან პირდაპირი კომუნიკაციის გზას იყენებს. ლუქსემბურგში მყოფი საპარლამენტო დელეგაციის არგუმენტები ამჯერად ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარემ მოისმინა. დელეგაციის მოთხოვნაა სამართლიანი დამოკიდებულება და ქვეყნის შიდა საქმეებში არ ჩარევა. დაისვა არაერთი კითხვა – შეხვედრების შემდეგ ქართველი დეპუტატები ამბობენ, რომ ევროკავშირთან ურთიერთობის აღდგენის მხრივ საქართველოს და ლუქსემბურგის ხელისუფლებების პოზიციები ერთმანეთს ემთხვევა. როგორც დელეგაციის წევრები განმარტავენ, აღმოჩნდა, რომ ბრიუსელთან ურთიერთობის დაძაბვის რამდენიმე მიზეზი ლუქსემბურგისთვის დღემდე არ იყო ცნობილი. დღევანდელ შეხვედრებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს იმ მხრივ, რომ ორ კვირაში ლუქსემბურგში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეკრება იგეგმება.