საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ლუქსემბურგში
საპარლამენტო დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ლუქსემბურგში იმყოფება. დელეგაციას პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. შალვა პაპუაშვილი ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს დეპუტატთა პალატის სპიკერ კლოდ ვისელერის შეხვდება. შემდეგ კი, გაფართოებული შეხვედრა გაიმართება მუდმივმოქმედი კომიტეტის და საგარეო და ევროპულ საქმეთა, საგარეო დახმარების, იმიგრაციისა და თავშესაფრის საკითხთა კომიტეტის წევრების მონაწილეობით.
თეონა მანაგაძის ჩართვა #მოამბე