პარლამენტის დელეგაცია კანადაში ოფიციალურ ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის ფარგლებში, შეხვედრები შედგა კანადის პარლამენტის წევრთან, საგარეო საქმეთა მინისტრის საპარლამენტო მდივანთან, ასევე საგარეო საქმეთა სამინისტროს ევრაზიისა და ევროპულ საქმეთა დეპარტამენტის გენერალურ დირექტორთან, გალიტ დობნერთან. მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები მიმოიხილეს და ხაზი გაუსვეს თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობას, როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ დონეზე.
დელეგაციის წევრებმა შეხვედრები უკვე გამართეს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილესთან, კანადის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელსა და კანადის პარლამენტის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო განვითარების კომიტეტის თავმჯდომარესთან, აჰმედ ჰუსენთან.