საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იტალიაში
რომში გრძელდება საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის სამუშაო ვიზიტი შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით. ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტის თავმჯდომარეების კონფერენციაზე წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის გაძლიერებაზე იმსჯელებენ. განიხილავენ – თუ რისი გაკეთება შეუძლიათ საკანონმდებლო ორგანოებს ამ მიმართულებით. აღნიშნულ სესიაზე სიტყვით გამოვა შალვა პაპუაშვილი, რომელიც იტალიის პარლამენტში შეკრებილ კოლეგებს მიმართავს. გაიმართება არაერთი ორმხრივი შეხვედრაც. დელეგაციამ ოთხი ორმხრივი აუდიენცია უკვე გამართა.
შალვა პაპუაშვილი კონფერენციის მასპინძელ მხარესაც შეხვდა.
ანა ბროლაძის ჩართვა #მოამბე