საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში 

21:37, 01.12.2025

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ინდოეთში იმყოფება.

ნიუ დელიში ქართული საპარლამენტო დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი ხვალიდან დაიწყება. დაგეგმილია შეხვედრები როგორც საკანონმდებლო დონეზე, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან. მთავარი აქცენტი ორი ქვეყნის საპარალამენტო ურთიერთობების გაძლიერებაზე კეთდება. განხილვის თემა იქნება ეკონომიკური კავშირების გაღრმავებაც. ამ მიმართულებით ქართული მხარე ყურადღებას გაამახვილებს შუა დერეფნის განვითარებაზე და პროცესში საქართველოს საკვანძო ფუნქციაზე.

ინდოეთში იმყოფება „მოამბის“ გადამღები ჯგუფიც – თეონა მანაგაძე დეტალებით.

მსგავსი