საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი ინდოეთში
ინდოეთში პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი გრძელდება. შალვა პაპუაშვილი ინდოეთის პარლამენტის ქვედა – სახალხო პალატის თავმჯდომარეს, ომ ბირლას შეხვდა. მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ინდოეთს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე, ვაჭრობაზე, ტურიზმსა და განათლებაზე. შეხვედრაზე საუბარი შეეხო შუა დერეფნის მზარდ მნიშვნელობასაც და მისი პოტენციალის უკეთ გამოყენების მიზნით, თანამშრომლობის საჭიროებას.