საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი იაპონიაში

არ აღიარების პოლიტიკის მხარდაჭერის გაძლიერება – ეს არის მთავარი მიზანი, რისთვისაც ქართული საპარლამენტო დელეგაცია იაპონიაში ჩავიდა.

შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დეპუტატების ჯგუფმა სამუშაო ვიზიტი ქვეყნის წარმომადგენლობით ორგანოში შეხვედრებით დაიწყო. რუსეთის აგრესიის მძიმე შედეგები საქართველოში, უკრაინის ომი და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების გაძლიერება იაპონიის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის მთავარი თემები იყო. ირკვევა, რომ ურთიერთობების გაღრმავებაზე საუბრის დროს განსაკუთრებული ინტერესი განახლებადი ენერგიის სფეროში თანამშრომლობის და ენერგორესურსების ტრანსპორტირების მიმართაა.

„მოამბე“ ტოკიოდან, – თეონა მანაგაძე გვეტყვის, რა განცხადებებით დასრულდა ვიზიტის პირველი დღე.